საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ გადაიდება
განათლების სამინისტრო სკოლებში და საბავშვო ბაღებში არდადეგების 20 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
უწყების თქმით, იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ დროისთვის განათლების სამინისტროსთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს.

სკოლებში სწავლა ხვალ, 15 იანვარს დაიწყება.



| Print |
FaceBook Twitter Google