2020 წლის არჩევნებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 42 760 652 ლარი გამოიყოფა. საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო.
ხარჯები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

-შრომის ანაზღაურება - 19 531 295 ლარი;
-საქონელი და მომსახურება - 9 845 000 ლარი;
-სოციალური უზრუნველყოფა - 424 133 ლარი;
-სხვა ხარჯები - 12 152 724 ლარი;
-არაფინანსური აქტივების ზრდა - 807 500 ლარი; არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 32 349 928 ლარი

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება - 1 061 000 ლარი მოხმარდება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი - 2 111 674 ლარია.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე.



| Print |
FaceBook Twitter Google