კახეთში მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ
მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული ბრძანება, რომელიც 13 იანვრიდან ამოქმედდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გომელაურმა გამოსცა.
ბრძანების თანახმად სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებს, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე მაშველები უზრუნვეყოფილი იქნებიან სადღეღამისო ულუფით.

speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული ბრძანება ეხებათ მაშველებს კახეთის რეგიონშიც.



| Print |
FaceBook Twitter Google