დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194 ლარი და 80 თეთრი იყო - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის დეკემბრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, მინიმალური თანხა, რაც ერთი თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი, 194.8 ლარს შეადგენს.
2019 წლის იანვართან შედარებით საარსებო მინიმუმი დეკემბერში 16.2 ლარით იყო გაზრდილი, რაც ქვეყანაში ინფლაციის ფონზე ცხოვრების ღირებულების გაძვირებაზე მეტყველებს.

საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასე გამოიყურება:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 194.8 ლარი;
ერთსულიანი ოჯახის - 172.5 ლარი;
ორსულიანი ოჯახის - 276.1 ლარი;
სამსულიანი ოჯახის - 310.6 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის - 345.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის - 388.2 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი - 459 ლარი;





| Print |
FaceBook Twitter Google