გომბორის გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია
თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეზღუდვები აღარ მოქმედებს, თუმცა ინტენსიურად თოვს.
,,დილის 9-ის ნახევარზე მოვხსენით შეზღუდვები, გზის საფარი შავი იყო აბსოლუტურად, თუმცა ცოტა ხნის წინ დაიწყო ისევ ინტენსიური თოვა, რის გამოც გზის რამდენიმე კილომეტრი უკვე გადათეთრდა. ვყრით ტექნიკურ მარილ და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფალია," - განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ღამის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.


| Print |
FaceBook Twitter Google