გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ინტენსიური თოვის გამო, გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან.
„მუნიციპალური სერვისის“ ხელმძღვანელის, თამაზ აბრამიშვილის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტექნიკური მარილის დაყრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

„ვფიქრობთ, მარილის გაშლა საკმარისი იქნება. ჯერჯერობით, სპეციალური ტექნიკა აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა თუ ამის საჭიროება იარსებებს, სავალი ნაწილი ტრაქტორით გაიწმინდება,“ - განაცხადა თამაზ აბრამიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google