NDI - გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ 2 180 ადამიანი გამოკითხა. 

| Print |
FaceBook Twitter Google