საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად მოსახლეობის 54% აფასებს - NDI
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად მოსახლეობის 54 პროცენტი აფასებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები NDI-მ (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) გამოაქვეყნა.
აღნიშნული მაჩვენებელი აპრილში 30 პროცენტი იყო, ივლისში 40 გახდა, ხოლო ნოემბერში 54. 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. 

| Print |
FaceBook Twitter Google