თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ნაწილს ორი დღეა გათბობა არ აქვს
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და თერაპიული განყოფილება გათბობის გარეშეა დარჩენილი. ორი დღეა ექიმები პაციენტებს სიცივეში მკურნალობენ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
-„ მაღალი სიცხით შემოვედი საავადმყოფოში, აქ კიდევ გათბობაც არ არის. რა მნიშვნელობა აქვს სახლში ვიქნები, თუ ამ სიცივეში უარესი დამემართება?!,“-ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ჩვენ საავადმყოფოს ხელმძღვანელს ზურა საჩიშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, გათბობის გამორთვა დენის გათიშვამ და ბუნებრივი აირის დაბალმა წნევამ გამოიწვია.

-„ამ წუთებშიც მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. გუშინ დენი გათიშული იყო, გაზი კიდევ დაბალი წნევით მოგვეწოდებოდა და მაგიტომ გაითიშა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით როდის ჩაირთვება,“-განაცხადა საჩიშვილმა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, გუშინ დილით სახანძრო სამსახურის მოთხოვნით, საავადმყოფოს დენი ნახევარი საათით გაეთიშა მეხუთე სკოლასთან ერთ ერთ სახლის საბუხრეში გაჩენილი ხანძრის გამო. ნახევარი საათის შემდეგ კი მიწოდება უწყვეტ რეჟიმში აღდგა.
| Print |
FaceBook Twitter Google