გომბორის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვები ამ დრომდე არ მოქმედებს. თელავის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
" თოვლის საფარი უღელტეხილზე დაახლოებით 12 სანტიმეტრია, რასაც თან ერთვის ყინვა -5 -6 გრადუსი. დილის 6 საათიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა, სამუშაოებში ტრაქტორების ჩართვა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე სამი ტრაქტორი მუშაობს გზიდან თოვლის გადახევტაზე, ასევე 4 მანქანა პერიოდულად ყრის ტენქნიკურ მარილს. შეზღუდვების დაწესების საჭიროების დღის წესრიგში არ დგას, უბრალოდ მძთოლებს ვთხოვთ, ნუ გადაადგილდებიან ზაფხულის საბურავებით," - განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google