თელავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესს ბავშვების მხოლოდ მესამედი ესწრება
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა აღსაზრდელების მხოლოდ მესამედი გამოცხადდა.
თელავის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ლუარსაბაშვილი მცირე მცირე დასწრებას სეზონურ ვირუსს უკავშირებს.

-"მშობლები თავს არიდებენ ბავშვების ბაღში მოყვანას. თუ აღსაზრდელს რამე სიმპტომი შევნიშნეთ, ჩვენ თვითონაც არ დავუშვებთ, სააღმზრდელო პროცესზე,"-აღნიშნა ლუარსაბიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში სულ 31 საბავშვო ბაღია. 3130 აღსაზრდელიდან, დღეს ბაღში მხოლოდ 1124 გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google