სოფელ ქვემო ბოდბეში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში კომპანია „ჯი აი ჯი ინთერნეიშენელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბოაზ შუმერმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა.
საწარმო უახლესი დანადგარებითა და სამკერვალო მანქანებითაა აღჭურვილი, სადაც ოცდაათამდე ადგილობრივია დასაქმებული.

სამკერვალო ფაბრიკა როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული. 




| Print |
FaceBook Twitter Google