იყალთოს ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება
ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში კაკლის ხე მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები.

აღნიშნულის გამო სოფელში შეწყვეტილია ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ადგილზე იმყოფებიან თელავგაზისა და ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

კომპანია სოკარში (თელავგაზი) ამბობენ, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, გაზმომარაგება სოფელში დღის ბოლომდე აღდგეს.

ენერგო-პრო ჯორჯიას განმარტებით კი, „პრობლემა საშუალო სირთულისაა. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შეიცვლება საყრდენი და აღდგება სადენი.“

მათივე ინფორმაციით, სოფელ იყალთოს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოვებით ერთ საათში აღუდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google