კახეთში მდებარე რომელ მუზეუმებსა და ნაკრძალში გაიზარდა ბილეთის ფასი
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა.
როგორც speqtri.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, 10 ლარის ოდენობით დადგინდა ბილეთის ფასი უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალსა და გრემის მუზეუმში, მანამდე კი 5 ლარი ღირდა.

3 ლარის ნაცვლად 5 ლარი გახდა ბილეთის ფასი ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში.

სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოხმარდება.

ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.

დეტალური ინფორამაცია ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


| Print |
FaceBook Twitter Google