"კორონა ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნებს შორის არ არის“
მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან დაბრუნებულ 24 წლის ქალს ვირუსი აქვს, მოსახლეობაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია.
თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევას კორონა ვირუსთან საერთო არაფერი აქვს.

-„კორონა ვირუსი რესპირატორული ინფექციაა და თითქმის იგივე სიმპტომები ახასიათებს. დაავადება ყოველთვის არ მიმდინარეობს მძიმე ფორმით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად აქვეყნებს მონაცემებს და განკურნების შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე გარდაცვალების. დროული გამოვლენა ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას. დაავადების გავრცელების მხრივ საქართველო არ შედის მაღალი რისკის ქვეყნებს შორის. ამას ადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზიაცია იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში ვართ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და ა.შ. ყველანაირად მზად ვართ ვიმოქმედოთ, თუ რამე საეჭვო შემთხვევა იქნება,“-განუცხადა speqtri.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისები მარტამდე შეწყვიტა.


ამავე თემაზე:
ბაკურციხის შემთხვევას კორონა ვირუსთან საერთო არაფერი აქვს - ეპიდემიოლოგები


| Print |
FaceBook Twitter Google