თელავის ცენტრალური საავადმყოფო ხელფასებს ბანკიდან აღებული სესხით ისტუმრებს
იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გარკვეული პროცედურების შემდეგ ერიცხებათ და ამას რამდენიმე თვე სჭირდება, თელავის ცენტრალური საავადმყოფო ხელფასებს ბანკიდან აღებული კრედიტით ისტუმრებს. 
აღნიშნულს ადასტურებს საავადმყოფოს მენეჯერი ზურა საჩიშვილი.

-"ხელფასების უდიდესი ნაწილი საყოველთაო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეა დამოკიდებული. თვეში ხან ორჯერაც წარვადგენთ, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს. ახლა ალბათ სამი- ოთხი თვის დავალიანება აქვს სამინისტროს ჩვენი. ამიტომ საკუთარი შემოსავლებითა და ბანკის მეშვეობით ვისტუმრებთ ხელფასებს,"- განაცხადა საჩიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გააკეთეს. უწყებაში ამბობენ, რომ თანხა კლინიკებს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერიცხებათ.


| Print |
FaceBook Twitter Google