თელაველი მათე კობიაშვილი ვუნდერკინდის ოლიმპიადის გამარჯვებულია
მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ მათე კობიაშვილმა ვუნდერკინდის ქართულისა და ინგლისური ენის შემოდგომის ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწია.
მან  საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

მათეს დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა, ის ასევე უფასოდ გაივლის ვებ-სემინარის კურსს.

| Print |
FaceBook Twitter Google