თუ კორონავირუსი საქართველოში გამოვლინდება ჯანდაცვის სისტემა მზად არის ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას - პრემიერი
კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონიძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა და აღნიშნა:

„თუ კორონავირუსი საქართველოში გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა მზად არის შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.“


პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო. მან მიმართა სხვა უწყებებსაც, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

| Print |
FaceBook Twitter Google