თელავის N1 სკოლაში პედაგოგი მეექვსეკლასელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა
მეფე ერეკლე II- ის თელავის N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი ნ.გ. საგაკვეთილო პროცესის დროს, მეექვსეკლასელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა.
ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი მაია ოთარაშვილი.

მისი განცხადებოთ, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, რასაც თავადაც შეესწრო და ძალადობა ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.

როგორც speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს.

-"სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ჰყავს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი. სწორედ დისციპლინური კომიტეტი აწარმოებს მოკვლევას. ჩვენ უბრალოდ თვალს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. სანამ კომიტეტი მოკვლევას არ დაასრულებს, სხვას ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა მრელაშვილმა.

თავად პედაგოგი კი მედიასთან ამ დროისთვის არ კონტაქტობს.


| Print |
FaceBook Twitter Google