კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა
მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რადგანაც ვირუსი გავრცელებას ჩინეთის საზღვრებს მიღმაც განაგრძობს.
როგორც BBC წერს, გლობალურად საზოგადოებრივი ჯნმრთელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არა ის შემთხვევებია, რომლებიც ჩინეთში ფიქსირდება, არამედ სხვა ქვეყნებში.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ქვეყნებში, რომელთა ჯანდაცვის სისტემა სუსტია.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობით 170 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 18 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.


| Print |
FaceBook Twitter Google