ახმეტის მერია ასფალტის მოსარეცხად მანქანას ყიდულობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ასფალტის მოსარეცხად მანქანას ყიდულობს, რომელიც დასუფთავების ა.ა.ი.პ-ს გადაეცემა. ტენდერი 130 000 ლარზეა გამოცხადებული.
-"ახმეტაშიც და სოფლებშიც სისტემატურად ხდება დანაგვიანება . აქამდე მხოლოდ ცენტრალური ქუჩები და მცირეასფალტიანი გზები იგვებოდა. მანქანა ასფალტის მოსარეცხად გვჭირდება. აგრეთვე ახმეტაში ზოგ მოსახლეს საქონელი ჰყავს, ფეკალიებით ბინძურდება გზა და ანტისანიტარიაა. მანქანის მიერ შესრულებული სამუშაო კი უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეეზოვეების. "-აღნიშნა speqtri.ge-სთან მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა.

სატენდერო პირობების თანახმად მანქანა 2020 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

| Print |
FaceBook Twitter Google