ლაგოდეხის საბაჟოზე მგზავრებს კორონა ვირუსზე ამოწმებენ
ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს კორონა ვირუსზე ამოწმებენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმის ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, მონიტორინგი მეორე დღეა ხორციელდება და ჯერჯერობით ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

-"შემოდიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქები,იყვნენ ჩინეთიდანაც,თუმცა არა იმ პროვინციიდან სადაც ვირუსია გავრცელებული,"-განაცხადა ხატიაშვილმა. 
ვირუსის სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
| Print |
FaceBook Twitter Google