რამდენი პროცენტით გაძვირდა რძის ნაწარმი, ხორცი, პური და თამბაქო
ინფლაციის განახლებული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

ფასები გაიზარდა ტრანსპორტზეც. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 4.2 პროცენტით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე -3.6 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე - 2.9 პროცენტით.








| Print |
FaceBook Twitter Google