ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საუკუნეების წინანდელი ტრადიციები აღდგება
ალავერდის მონასტერი მალე ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს. სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამონასტრო კომპლექში საუკუნეების წინანდელი ტრადიციები აღდგება.
მათ შორის ღვინის დაწურვისა და შენახვის ტექნოლოგიები. რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა. მასში აქტიურად არის ჩართული ეპარქიის ხელმძღვანელი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. 

ტაძარი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს. სიმაღლით 50 მეტრზე მეტია. 


| Print |
FaceBook Twitter Google