თელავში "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია გაქურდეს
თელავში მდებარე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, თუმცა მთლიანობაში რა ზარალი მიადგა კომპანიას, ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google