კურორტ "ახტალაზე" მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
გურჯაანში მდებარე კურორტ "ახტალაზე" მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ speqtri.ge-ს "ახტალის" დირექტორმა გოგა უტიაშვილმა განუცხადა.
-"პროექტირება უკვე გაკეთებულია და კიდევ მიმდინარეობს შეთანხმებები. პროექტი უნდა მოერგოს ადგილმდებარეობას. ამ ზაფხულს მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, ეს უკვე გადაწყვეტილია. ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება. ინვესტორები თავად არიან დიანტერესებულები, რომ "ახტალა" რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს სხვა საკურორტო დაწესებულებებთან შედარებით, აქ განვითარდება სამკურნალო ტურიზმი. პროექტი არ მოიცავს მხოლოდ მშენებლობას, არამედ მთლიანი ტერიტორიის კეთილმოწყობას. გასართობი სივრცე და ტყე-პარკი არ გასხვისებულა, ეს ისევ სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა მოვლა-პატრონობა ჩვენ გვევალება. რაკი ასეა, მანდაც ჩატარდება გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო მიმზიდვბელს გახდის გარემოს. მოქალაქეებს შემოსვლა თავისუფლად შეეძლებათ, თუმცა პერიმეტრი კამერებით გაკონტროლდება და გვეყოლება დაცვაც,"-განაცხადა უტიაშვილმა.

ცნობისთვის, ბალნეოლოგიური კურორტი "ახტალა" 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.

ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.



| Print |
FaceBook Twitter Google