სოფელ ლამბალოში მეათეკლასელი გოგო მოიტაცეს
საგარეჯოში, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მეათეკლასელი გოგონა 18 წლის ბიჭმა მოიტაცა. შეთხვევა გუშინ დილით მოხდა.
-"დილით სახლიდან რომ გამოვიდა, ალბათ ასე 150 მეტრი გაიარა და შემდეგ მოიტაცეს. ბიჭის ბიძამ რომ გაიგო გოგონა არასრულწლოვანი იყო, სახლში თვითონვე დააბრუნა,"-განუცხადა speqtri.ge-ს სკოლის დირექტორმა დათო როსტომაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

მსგავსი შემთხვევა ლამბალოში პირველი არ არის. 2018 წელს 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა.
| Print |
FaceBook Twitter Google