სოფელ ფშაველის სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიის დიდ მანძილზე იყო გავრცელებული.
,, ცეცხლი ძირითადად ხმელ ბალახს ეკიდა, მაგრამ სწრაფად გავრცელდა და გაიმურა საფლავის ქვები, დაზიანდა ხის სკამები და მაგიდები, რომელიც საფლავებთან იდგა. საბედნიეროდ სახანძრომ იქამდე ჩააქრო, ვიდრე ეკლესიაზე გადავიდოდა" - აღნიშნა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება

| Print |
FaceBook Twitter Google