ვაშლოვანში ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრი აშენდება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინანსური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო, რომლითაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში  ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრი აშენდება.
ცენტრის მშენებლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანადაფინანსება 67 150 ლარს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება.

ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო- კვლევითი. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე. შენობა გამოყენებული იქნება სტუმრების განთავსების მიზნითაც.

2020 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარდა, ვიზიტორთა ცენტრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკშიც მოეწყობა.


| Print |
FaceBook Twitter Google