რა კომენტარს აკეთებს სიღნაღის მერის პირველი მოადგილე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე
სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს ეხება, speqtri.ge-სთან კომენტარი მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, აუდიტის რეკომენდაციების უმეტესობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე გაიითვალისწინა.

აუდიტის დასკვნაში საუბარია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

-„ 2018 წელს ბენეფიციარებს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ საკვების მომზადების ხარისხთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევაში ამბობდნენ რომ საჭმელში ზეთი იყო მეტი, რიგ შემეთხვევაში კი ნაკლები. ყველა პრეტენზიაზე გვქონდა რეაგირება, შესაბამისი აქტებით ვაფრთხილებდით ტენდერში გამარკვებულ კომპანიას. აღნიშნული პრობლემა რომ მოგვარებულიყო, 2019 წელს შევქმენით ააიპ-ი და ასე ვემსახურებით ბენეფიციარებს. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, მაშინ როცა სტიქიაა, ვერ დაელოდები ტენდერს. ასევე, როცა ტენდერი სამჯერ ვარდება, უნდა აირჩიო გამარტივებული შესყიდვა. რაც შეეხება სამუშაოების ხარისხს, ჩვენ გვყავს დაქირავებული საინჟინრო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც თითოეულ სამუშაოს ამოწმებს და დებს ლაბორატორიულ დასკვნას. როცა მათგან არსებობს ეს დასკვნა, იმას ნიშნავს, რომ ხარისხიანად არის სამუშაოები შესრულებული,“-განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურმა დასკვნა 7 თებერვალს გამოაქვეყნა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google