მართვის მოწმობის გამოცდა შესაძლოა ორეტაპიანი გახდეს
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონის ამაღლებაა.



| Print |
FaceBook Twitter Google