თელავის #1 სკოლაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თელავის #1 საჯარო სკოლაში, პედაგოგის მხრიდან მოსწავლის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თელავის რაიონულ სამმართველოს მოსწავლის მამამ მიმართა, რომელიც მანდატურის სამსახურის თელავის კოორდინატორია.

მომხდართან დაკავშირებით მსჯელობას აგრძელებს სკოლის დისციპლინური კომიტეტიც, რომელმაც დირექტორის მიმართვის საფუძველზე დაწყებული, საქმის წარმოების სამკვირიანი ვადა, უკვე ამოწურა. კომიტეტის თავმჯდომარის, ლია ღამბაშიძის ინფორმაციით, კომიტეტმა საქმის განსახილველად ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა.

ცნობისთვის, ინცინდენტი დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.



| Print |
FaceBook Twitter Google