კახეთში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად 14 მძღოლს ამოეწურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 232 პირს ამოეწურა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 110 პირს ქულები თბილისში ამოეწურა; მას მოსდევს - ქვემო ქართლი, სადაც 26 პირს ამოეწურა ქულები; მე-3-ზე ადგილზეა - იმერეთი, 15 პირით; ხოლო მე-4 ადგილს კახეთის რეგიონი იკავებს, სადაც ქულები სრულად 14 პირს ამოეწურა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ა.შ.



| Print |
FaceBook Twitter Google