დედოფლისწყაროში "ფრონტერა" გარემოს დაბინძურების გამო დააჯარიმეს
დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობმომპოვებული კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" დააჯარიმეს, თუმცა რა თანხით, ჯერჯერობით უცნობია.
კომპანიის საქმიანობით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ორი დღის წინ დაინტერესდა. ნავთობისა და გაზის სააგენტოს თანამშრომლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს და რამდენიმე შეუსაბამობა აღმოჩინეს. საუბარია, ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობით გარემოს დაბინძურებასა და დადგენილი სტანდარტების უხეშ დარღვევაზე. სააგენტოს თანამშრომლებმა კომპანიის წარმომადგენლებს ვითარების გამოსასწორებლად ორკვირიანი ვადა მისცეს.

ცნობისთვის, კომპანიის 84 თანამშრომელი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას უშედეგოდ ითხოვს. მას შემდეგ რაც  პროტესტი გამოთქვეს, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.



| Print |
FaceBook Twitter Google