კახეთი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობით მეორე ადგილზეა
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ყველაზე მეტი 4855 შემაკავებელი ორდერი თბილისში გამოიცა.
მეორე ადგილს კი 1005 შემაკავებელი ორდერით კახეთის რეგიონი იკავებს, მესამე ადგილზეა აჭარა, შემდეგ იმერეთი და რაჭა ლეჩხუმი, მას მოჰყვება ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

ყველაზე ცოტა, 75 შემაკავებელი ორდერი გამოიცა გურიაში.

2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს.



| Print |
FaceBook Twitter Google