ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში - მამაკაცი ვაქცინაციაზე უარს ამბობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა, ძაღლს კი ცოფი აღმოაჩნდა.
როგორც ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაკა ხმალაძემ განაცხადა, ცოფი ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა.

მისივე თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი მამაკაცი საჭირო ვაქცინაციაზე უარს ამბობს და ამ დროისთვის სპეციალისტები ცდილობენ, ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. მეორე დაკბენილ მაკაცს კი მკურნალობა უტარდება.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც შესაძლოა ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა.




| Print |
FaceBook Twitter Google