ცოფთან დაკავშირებით სოფელ შრომაში ვეტერინარული ღონისძიებები ტარდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონო ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა. ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები. 
ისინი სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.

ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა, ძაღლს კი ცოფი აღმოაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google