თელავის #1 სკოლის პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, გაათავისუფლეს
თელავის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნ.გ., რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი გუშინ მოაწერა.

მომხდარი ფაქტის შესახებ საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტზე გასულ კვირას იმსჯელეს და ნ.გ მოსწავლის მიმართ ფიზიკურ დაპირსპირებაში დამნაშავედ ცნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეს კლასის დატოვება მოსთხოვა და ხელი ჰკრა. ფაქტი სკოლის დირექტორმა მედიასთან ღიად დაადასტურა და განაცხადა, რომ შესაბამისი რეაგირებისთვის წარდგინება დისციპლინური კომისტეტის სახელზე განსახილველად მონხდარიდან მალევე დაწერა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა.




| Print |
FaceBook Twitter Google