"ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლების მორიგი აქცია დედოფლისწყაროში
ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში აქციას დილიდან მართავენ.
მოსახლება დღეს ისევ ნავთობაზასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კომპანია მუნიციპალიტეტში მოპოვებული ნავთობის გატანას გეგმავს, თუმცა ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაზარალებულების მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დროულად დაფარვა და უსამართლოდ გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა.

ცნობისთვის, კომპანია "ფრონტერას" 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. 


| Print |
FaceBook Twitter Google