ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის მონეტების შექმნაზე კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეები“ – გამოშვებას იწყებს. პირველი 2020 წელს გამოვა და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.
ამ მიზნით, სებ-ი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

„აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის“,-ამბობენ სებ-ში.

დეტალური ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე.



| Print |
FaceBook Twitter Google