ვეჯინის ბაღის წყლის განმეორებითი სინჯის პასუხი ცნობილია
ვეჯინის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სადაც წყლის ხარისხზე იყო საუბარი, სინჯი ხელმეორედ რამდენიმე დღის წინ აიღეს.

ააიპი მუნიციპალური სერვისის დირექტორის, თამაზ აბრამიშვილის განმარტებით, ამჟამად ბაქტეოროლოგიური შემცველობა სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.
„სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში პირველად აღებულმა წყლის სინჯმა გამოიწვია ეჭვები იმიტომ, რომ წყალი იყო ნადგამი და ყინულიანი, მაშინ აღმოჩნდა, რომ ბაქტეოროლოგიური შემცველობა იყო 112 , როდესაც ნორმა არის ასი. დაახლოებით სამი დღის შემდეგ განმეორებით ავიღეთ სინჯი როგორც საბავშვო ბაღში, ასევე მეზობელი სახლიდან. ამჯერად აღნიშნული მაჩვენებელი ბაღში აღმოჩნდა 14, ხოლო მეზობელთან - 16. ეს ნიშნავს, რომ წყალი არის აბსოლუტურად სუფთა და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. წინა ანალიზში ამხელა ცდომილების მიზეზი იყო ის, რომ სინჯის აღების დროს წყალი იყო ყინულიანი. “

მისივე თქმით, სინჯის აღების შემდეგ ავზს დეზინფექცია მაინც ჩაუტარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება აღარ იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google