სოფელ ფშაველში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
-"ცეცხლი ეკიდა ტყის ქვედა საფარს, ბალახსა და ეკალბარდს. ცეცხლის ღია კერა გუშინ საღამოსვე აღარ ფიქსირდებოდა. უსაფრთხოების მიზნით ღამე ადგილზე დარჩა 20-მდე მეხანძრემაშველი, გათენებისთანავე კი სალიკვიდაციო სამუშაოები გაგრძელდა,"-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია. 

| Print |
FaceBook Twitter Google