ახაშენში, ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ტყეში გაჩენილი  ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google