გურჯაანის საავადმყოფოში პაციენტის პალატას ესროლეს
სროლა იყო გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის მიმართულებით. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინფორმაციას პირად საუბარში ადასტურებენ კლინიკის თანამშრომლები, თუმცა საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ- ერთი პაციენტის პალატას ესროლეს.
ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა.

24 თებერვალს მას თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს.

პაციენტი წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

საქმეზე გამოძიება გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დეტალების გასარკვევად  ჩვენ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ვცდილობთ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

| Print |
FaceBook Twitter Google