სოფელ მატანის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის სიახლოვეს ხანძარია. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რთული რელიეფის გამო  ადგილზე ფეხით ავიდა ათამდე მეხანძრე-მაშველი.

მათივე ცნობით, იწვის 3 ჰექტარამდე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

| Print |
FaceBook Twitter Google