ყვარლის მერია ახალგაზრდებისთვის სათბურის კონსტრუქციებს ყიდულობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, ბაღჩეული პროდუქტებისთვის 20 ცალ სათბურის კონსტრუქციას ყიდულობს.
ტენდერი 33 000 ლარზე 24 თებერვალს უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა ოთხ მარტს იწურება.

როგორც მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა კოკა ფილიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კონსტრუქციების შესყიდვა ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

-„ახალგაზრდები წერენ მცირეთანხიან ბიზნესგეგმებს. რამდენიმეს ჰქონდა იდეა, რომ სათბური გაეკეთებინა და ამაში დახმარება სჭირდებოდა,“-გვითხრა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ყვარელში ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წელს დაიწყო. სტრატეგია ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებას სხვადასხვა მიმართულებით და აგრეთვე მათი ინიციატივების მხარდაჭერას. ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 166 000 ლარია გათვალისწინებული.

| Print |
FaceBook Twitter Google