გურჯაანისა და თელავის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია
დღეს გურჯაანის აფთიაქებში სამედიცინო-ჰიგიენური პირბადეების ყიდვა შეუძლებელია. არც ერთი ქსელისა და თუ კერძო აფთიაქს მარაგი არ აღმოაჩნდა. ასევე დეფიციტშია ანტივირუსული მალამოები, ზოგიერთ აფთიაქში კი შეიძლება მხოლოდ ძვირადღირებული პრეპარატი აღმოაჩინოთ.

დეფიციტშია ანტისეპტიკური ხსნარიც.

speqtri.ge-მ ასევე გადაამოწმა, თუ რა მდგომარეობაა თელავში. ბევრი სიარულის შემდეგ, ჩვენ აქ შევძელით და პირბადეები  შევიძინეთ აფთიაქში „იმპექსი“. თუმცა, თუკი ასეთი პირბადეები ჯერ კიდევ გუშინ 15-20 თეთრი ღირდა, დღეს მის შესაძენად ერთ ცალში 1,40 გადავიხადეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, რამაც აფთიაქებში ანტივირუსული საშუალებების დეფიციტი გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google