საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ლაგოდეხის საბაჟოზე არ შემოუშვეს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო -გამშვები პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში მოგზაურობდა საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.

„საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო. მართალია არც მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ირანიდან ბრუნდებოდნენ  შევთავაზეთ ინფექციურ საავადმყოფოში გადასვლა, თუმცა დედამ უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა. მისმა მეუღლემ კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეძლო, ვინაიდან ის ირანში ნამყოფი არ იყო და არც ვირუსთან დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. "- აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსმა, მაკა ხმალაძემ.

მათივე  განცხადებით,  საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ მეუღლემ შეძლო, დედა და შვილები კი აზერბაიჯანში დააბრუნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google