საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

"ლაბორატორიულად გვქონდა შესწავლილი 93 შემთხვევა და დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად გახლდნენ ირანში. შემდგომ სახმელეთო გზით გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და გუშინ შემოვიდა საქართველოში. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე, საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში გადავიყვანეთ და ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავისურის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორი ორანში იმყოფებოდა, ერთი კი - იტალიაში.



ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციას აძლევს 
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა
| Print |
FaceBook Twitter Google