დღეს ნადირობის სეზონი სრულდება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს.ზოგ შემთხვევაში მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია, ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

საჯარიმო თანხას ასევე დაემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google